ერთი – ვერცხლი, ერთიც – ბრინჯაო
By

ერთი – ვერცხლი, ერთიც – ბრინჯაო

თბილისი ვეტერან ძიუდოისტთა შორის ევროპის თასს მასპინძლობდა, რომელშიც ბათუმელი ვეტერანი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ბათუმის სპორტის სასახლის ქართული ჭიდაობის მწვრთნელმა, საქართველოს სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ პაატა ურიადმყოფელმა (81კგ) 49-54 ასაკობრივ კატეგორიაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ხოლო ამავე სახეობაში მოჭიდავე ზვიად მახარაძე (90კგ) 29-34 ასაკობრივ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მესამე მოჭიდავემ მერაბ დოლიძემ (90 კგ) ტრავმის გამო ვერ იჭიდავა.

ვეტერანები ამჟამად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს, ხოლო სექტემბერში შეეცდებიან საქართველოს ღირსება მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცვან. ეს ღონისძიება ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩატარდება.

ვულოცავთ ვეტერანებს მიღწეულ შედეგს და მომავალ წარმატებას ვუსურვებთ მათ.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • მარტი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *