პროგრამები ხელმისაწვდომი რომ იყოს…
შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთიან აჭარაში მისი ვიზიტის მიზანი იყო სამინისტროს 2026 წლის პროგრამების შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და სოფლის ექიმების ინფორმირება, რათა მოსახლეობას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისებზე ინფორმაცია დროულად მიეწოდოს და ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებსა და მოქმედ სკრინინგ- პროგრამებზე ისაუბრა ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა. აღნიშნული პროგრამებით წლის განმავლობაში დაახლოებით 25 000 ბენეფიციარი ისარგებლებს. ასევე, გაგრძელდება აჭარის მთიანი სოფლების მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა, რომელიც აპრილიდან დაიწყება.
შეხვედრებს ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, სამედიცინო სფეროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
