საპატრიარქო – ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას
By

საპატრიარქო – ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე  მართვით სუნთქვაზე იმყოფება“ – აღნიშნული ინფორმაცია კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ გააკეთა.

„პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ყველ პროცედურა, რომელიც სისხლდენის შეჩერებისთვის ესაჭიროებოდა. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური და საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა პაციენტის და მაჩვენებლების დასტაბილურება.
პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურებისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში – ინტუბირებულ მდგომარეობაში. პაციენტმა ღამის სამ საათზე მოგვმართა”,- აღნიშნა სოფიო ასპანიძემ.
მანამდე საპატრიარქომ  ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ
პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, გადაიყვანეს მედიცინის ცენტრში.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.
ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია  ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • მარტი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *