კახა კალაძე:  დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას
By

კახა კალაძე:  დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას

– ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, პატრიარქის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას – ადამიანის, რომლის ღვაწლი  ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და  მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი გარდაცვალება კი საქართველოს და მის სულიერ შვილებს  ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად“, – თქვა აღნიშნულ სხდომაზე კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა პატრიარქის როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენა-გაძლიერების გზაზე.

„უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგ შევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა და გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებში საქართველოს საპატრიარქო იყო არა მხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის  განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

  • No Comments
  • მარტი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *