ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
By

ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაზე ლონდონში „ჩელსის“ 3:0 სძლია და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.  1/8-ფინალის განმეორებითი შეხვედრა ფრანგებმა შესანიშნავად დაიწყეს, რაშიც კვარაცხელიამ მთავარი როლი ითამაშა. მე-6 წუთზე პსჟ-ის ქართველმა ვარსკვლავმა მცველს ბურთი აართვა და ანგარიში გახსნა. მან გოლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.
მე-14 წუთზე სტუმრების შეტევა ბრედლი ბარკოლამ გოლით დააგვირგვინა. ფრანგებმა მეორე ტაიმში კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს (სენი მაიულუმ, 62-ე წუთზე) და თამაში მშვიდ გამარჯვებამდე მიიყვანეს. ორი მატჩის ჯამში „პარი სენ-ჟერმენმა“ 8:2 (5:2, 3:0) გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში ანგარიშზე 11 საგოლე მოქმედება ჩაიწერა – 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა, რაც ქართველი ვარსკვლავისთვის ისტორიული შედეგია.

 

  • No Comments
  • მარტი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *