აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილის სამძიმარი
By

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილის სამძიმარი

„უდიდესი დანაკლისი განიცადა ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი საყრდენი. მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სულიერი ერთიანობის, რწმენის განმტკიცებისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში. მისი ღვაწლი განუზომელია როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის წინაშე.

ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას, მრევლს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ უმძიმეს დანაკლისს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ნათელი ხსოვნა მარადიულად დარჩება ჩვენს გულებში“. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.

  • No Comments
  • მარტი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *