ისრაელში ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, სამი პალესტინელი ქალი დაიღუპა და 13 დაშავდა
By

ისრაელში ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, სამი პალესტინელი ქალი დაიღუპა და 13 დაშავდა

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, სოფელ მოშავ-ადანიმში, სარაკეტო იერიშის შედეგად 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცი უცხოელი მუშა იყო და პარამედიკოსებმა ის ადგილზე გარდაცვილი იპოვეს.

ამასთან, ირანის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დასავლეთ სანაპიროს ბეით-ავას რაიონში მდებარე სილამაზის სალონს რაკეტების ნამსხვრევები დაეცა, რის შედეგადაც, „პალესტინის წითელი ნახევარმთვარის“ ინფორმაციით, სამი პალესტინელი ქალი დაიღუპა და 13 დაშავდა.

 

  • No Comments
  • მარტი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *