აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს
კონკურსის მიზანი ახალგაზრდა კადრების აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ორი წლით ადრე რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და ჩარიცხულია ან ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, ნორვეგიის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის ან იაპონიის უნივერსიტეტების: მეორე საფეხურის (სამაგისტრო) პროგრამაზე, მესამე საფეხურის (სადოქტორო) პროგრამაზე ან პოსტსაბაკალავრო/პოსტსამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და შესაბამისი დოკუმენტაცია ატვირთოს შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/AH86K
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2026 წლის 29 მაისის ჩათვლით, 16:00 საათამდე.