By
ეროვნული ნაკრების წევრებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები, რომლებიც თბილისში მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ემზადებიან, სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ვილი სანიოლის გაწვრთნილები სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ და სიონის საკათედრო ტაძარში გარდაცვლილი პატრიარქის ხსოვნას დღეს დილით მიაგეს პატივი. საფლავთან, გუნდის სახელით, გვირგვინი ხვიჩა კვარაცხელიამ მიიტანა. ფეხბურთელები ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
გალერეა

