მიმდინარე სამოქმედო გეგმის შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს
ბათუმში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) ორგანიზებით, ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებისა და 2027-2031 წლების გეგმის პრიორიტეტების განხილვა გაიმართა.
შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა იმსჯელეს მიმდინარე სამოქმედო გეგმის შედეგებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მომდევნო წლების პრიორიტეტების განსაზღვრისთვისაა მნიშვნელოვანი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალურ პრიორიტეტებსა და ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ პოლიტიკას, რაც ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
სამოქმედო გეგმის კოორდინირებული იმპლემენტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემების განვითარებასა და მდგრადი ეკონომიკური მოდელების ჩამოყალიბებას.
გალერეა
