By
ირანში ბალისტიკური რაკეტების საწყობები და შტაბბინები დაბომბეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში განხორციელებული საჰაერო დარტყმების ტალღის დროს, ისრაელის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტების საწყობები და ირანის რეჟიმის სხვადასხვა შტაბბინა დაბომბეს.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი სადაზვერვო შტაბბინა და ირანის დაზვერვის სამინისტროს შტაბბინა დაბომბეს.
ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა თეირანში იარაღის საწყობებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ირანის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში 50-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ობიექტებს, რომლებსაც ირანი ბალისტიკური რაკეტების შესანახად და გასაშვებად იყენებდა.