By
დანიაში „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია ლიდერობს
ეგზიტპოლების თანახმად, დანიაში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიქსენის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია ლიდერობს. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.
პროგნოზების მიხედვით, ფრედერიქსენის პარტია ხმათა 21%-ს მიიღებს. თუ ასეთ შედეგი დადასტურდება, მას პარლამენტში უმრავლესობა არ ეყოლება. უმრავლესობის შექმნაში „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას ტრადიციული მემარცხენე მოკავშირეებიც ვერ დაეხმარებიან, შესაბამისად, როგორც მედია იუწყება, დანიის პრემიერის პარტიას მემარჯვენე ცენტრისტებთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს.
ერთპალატიანი პარლამენტი 179 ადგილისგან შედგება. 175 დეპუტატი საკუთრივ დანიიდან აირჩევა, ხოლო ორ-ორი-ავტონომიური ოლქებიდან, გრენლანდიიდან და ფარერის კუნძულებიდან.