ირანთან მორიგების 15-პუნქტიანი გეგმა
By

ირანთან მორიგების 15-პუნქტიანი გეგმა

ირანთან მორიგების 15-პუნქტიანი გეგმა

ისრაელურმა მედიამ გაავრცელა აშშ-ის მიერ ირანისთვის გადაცემული 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დასრულებას საფუძვლად უნდა დაედოს.

ამერიკელების მიერ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს:

  1. 1.არსებულ ბირთვულ სიმძლავრეებზე უარის თქმას;
  2. 2.ვალდებულებას, რომ ირანი არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს;
  3. 3.ირანი საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვულ მასალას არ გაამდიდრებს;
  4. 4.გამდიდრებული ბირთვული მასალა სრულად გადავა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის დაქვემდებარებაში;
  5. 5.ირანი ნათანზში, ისპაანსა და ფორდოში ბირთვული ობიექტების მუშაობას გააჩერებს;
  6. 6.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექნება წვდომა ირანის მთელ ბირთვულ პროგრამაზე;
  7. 7.პროქსი ძალების გამოყენების პოლიტიკაზე უარის თქმა;
  8. 8.რეგიონული დანაყოფების დაფინანსებისა და შეიარაღების შეწყვეტა;
  9. 9.ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, როგორც თავისუფალი საზღვაო ზონა;
  10. 10.სარაკეტო პროგრამა: გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული, მაგრამ რაკეტების რაოდენობა და მოქმედების მანძილის შემცირება იქნება საჭირო;
  11. 11.რაკეტების გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვისთვის;
  12. 12.ირანზე დაწესებული ყველა სანქციის გაუქმება;
  13. 13.ბუშერში სამოქალაქო ბირთვული პროგრამის მხარდაჭერა, კერძოდ, ელექტროენერგიის წარმოების მიზნით;
  14. 14.სანქციების ავტომატური დაბრუნების საფრთხის მოხსნა;
  15. 15.ირანი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობას და უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

 

  • No Comments
  • მარტი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *