ტრამპმა ორბანს არჩევნებში თანადგომა დაუდასტურა
By

ტრამპმა ორბანს არჩევნებში თანადგომა დაუდასტურა

არჩევნების დღე, 2026 წლის 12 აპრილი, გამოდით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია. მე სრულ და აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებ მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევაში – ვიქტორ ორბანი არასდროს გაუცრუებს იმედს უნგრეთის დიდებულ ხალხს. მე ბოლომდე მის გვერდით ვარ!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, ის მოუთმენლად ელის ორბანთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა „ორივე ქვეყანამ კიდევ უფრო მეტად განაგრძოს წინსვლა წარმატებისა და თანამშრომლობის ამ უდიდეს გზაზე“.

„ის დაუღალავად იბრძვის თავისი დიდებული ქვეყნისა და ხალხისთვის და უყვარს ისინი ზუსტად ისე, როგორც მე – ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშესაწყობად, უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად! ჩემი ადმინისტრაციის პირობებში, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობისა და შთამბეჭდავი მიღწევების ახალ მწვერვალებს მიაღწია, რაშიც დიდი წვლილი პრემიერ-მინისტრ ორბანს მიუძღვის“, – დასძინა მან.

 

  • No Comments
  • მარტი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *