სულხან თამაზაშვილი: ქართული ეკლესია ეროვნული ერთიანობის მთავარი საყრდენია
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში ეკლესიის როლს უსვამს ხაზს.
„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ – ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.
წელს ეს დღე განსაკუთრებული სევდითაა დამძიმებული – ჩვენ გამოვეთხოვეთ ერის სულიერ წინამძღოლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
1917 წლის 25 მარტს ქართველმა ერმა დაიბრუნა ისტორიული ავტოკეფალია, ხოლო მისი განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა მისმა უწმინდესობამ.
ქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად.
ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ის ერთობა და ღირებულებები, რომლებიც ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა“- ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში.