მსოფლიო ჩემპიონატი – ფიგურულ ციგურაობაში
By

მსოფლიო ჩემპიონატი – ფიგურულ ციგურაობაში

დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნება, რომელიც 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე, ისევე, როგორც ოლიმპიადაზე, სრული შემადგენლობით წარსდგება. ყინულზე გამოვლენ: ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), ანასტასია მეტელკინა – ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისი – გლებ სმოლკინი ((სპორტული ცეკვები).

დღეს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ქალთა შორის ანასტასია გუბანოვა, ხოლო სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი გამოვლენ, რომლის ნახვა პირველ საზოგადოებრივ არხზეა შესაძლებელია: 14 საათსა 30 წუთზე, ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამას წარადგენს, 21 საათსა და 45 წუთზე კი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი გამოვა მოკლე პროგრამით.

ხვალ, 26 მარტს, 14 საათსა 30 წუთზე, მამაკაცების მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე წარსდგება, ხოლო 21 საათსა და 15 წუთზე თავისუფალი პროგრამით ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი იასპარეზებს.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • მარტი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *