ჩინეთში აჭარის სარეკლამო ონლაინკამპანია დაიწყო
By

ჩინეთში აჭარის სარეკლამო ონლაინკამპანია დაიწყო

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ჩინეთში სარეკლამო ონლაინკამპანია დაიწყო.

9 – თვიანი ონლაინკამპანია პოპულარულ ჩინურ პლატფორმებზე (Douyin, Red Note, WeChat და Weibo) აჭარის და ზოგადად საქართველოს ტურისტული პროდუქტების, მიმართულებების, ღირსშესანიშნაობებისა და გასტრონომიის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელზეც საქართველო ITB CHINA 2026-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

 

  • No Comments
  • მარტი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *