By
სააღდგომო დასვენება სკოლებში 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება
2026 წელს მართლმადიდებლური აღდგომა 12 აპრილს, კვირას აღინიშნება, რის გამოც სკოლებში სააღდგომო დასვენება 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით იქნება. ოფიციალური დასვენების დღეებია: 9 აპრილი (დიდი ხუთშაბათი), 10 აპრილი (დიდი პარასკევი), 11 აპრილი (დიდი შაბათი), 12 აპრილი (აღდგომა) და 13 აპრილი (ორშაბათი – მიცვალებულთა მოხსენიება)
სასწავლო პროცესი 14 აპრილს, სამშაბათს განახლდება.