By
შეხვედრა – მოქალაქეებთან
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრებში მოქალაქეებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები განიხილეს.
შეხვედრები გაიმართა სამრეწველო და ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრებში, სადაც მოქალაქეების მხრიდან დასმული საკითხები, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ, სამშენებლო და სოციალურ საკითხებს ეხებოდა.
შეხვედრებს ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები – ირაკლი დევაძე, ლევან დოლიძე და ირაკლი თავდგირიძე.
ანალოგიური შეხვედრები ბათუმის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში სისტემატურად იმართება. მის მიზანს მოსახლეობის საჭიროებების მოსმენა, განხილვა და არსებული გამოწვევების მოგვარება წარმოადგენს.