ირაკლი კობახიძე: ეკონომიკა სტაბილურად იზრდება და ფინანსური სექტორის მიმართ ინვესტორთა ინტერესი მატულობს
By

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკა სტაბილურად იზრდება და ფინანსური სექტორის მიმართ ინვესტორთა ინტერესი მატულობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე განცხადებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურ განვითარებას აგრძელებს და ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით გამოირჩევა. მისი თქმით, 2021–2025 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდამ 9.3% შეადგინა, ხოლო ევროობლიგაციების გამოშვებისას საერთაშორისო მოთხოვნამ შეთავაზებას ხუთნახევარჯერ გადააჭარბა, რაც საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ნდობაზე მიუთითებს.
„გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი ნდობა აშკარა იყო წლევანდელი ევროობლიგაციების გამოშვებისას“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იზრდება ინვესტორთა დაინტერესება საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ, რასაც ხელს უწყობს გამჭვირვალე და მოქნილი მარეგულირებელი გარემო, ინოვაციების მხარდაჭერა და ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლის ხელშეწყობა.
„დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ. საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად, ვითარდება კაპიტალის ბაზრებიც, რაც აყალიბებს უფრო დინამიკურ და კონკურენტუნარიან ფინანსურ ეკოსისტემას და ხსნის ახალ შესაძლებლობებს ინვესტიციების მდგრადი ზრდისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • მარტი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *