საქართველო–აშშ – ურთიერთობები და რეგიონული პროცესები
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი პიტერ ანდრეოლი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის ჩართულობა და მიმდინარე პროცესები, ასევე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბზე. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და არაღიარების პოლიტიკას.
მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მიმართულებით.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.