კულტურული და სასწავლო კავშირების გაღრმავებისთვის
By

კულტურული და სასწავლო კავშირების გაღრმავებისთვის

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კომიტასის სახელობის მუზეუმ-ინსტიტუტს ეწვია. მინისტრი გაეცნო სამუზეუმო სივრცეებს, სამეცნიერო კვლევით ცენტრს, საკონცერტო დარბაზს, თანამედროვე ტექნოლოგიების სექციას და ბიბლიოთეკას. მან მუზეუმის წარმომადგენლებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაცვლითი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრა.
ელისო ბოლქვაძემ ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში წარჩინებულ სტუდენტებს მოუსმინა. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები, რის შემდეგაც მინისტრმა მათ პროფესიული რჩევები მისცა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობას ახალგაზრდა ტალანტების განვითარების პროცესში.
სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, ელისო ბოლქვაძემ სერგო ფარაჯანოვის მუზეუმი მოინახულა, სადაც წარმოდგენილია კინორეჟისორისა და მხატვრის მრავალფეროვანი მხატვრული და ლიტერატურული მემკვიდრეობა, მათ შორის, თბილისის სახლის ავეჯი და პერსონალური ნივთები, რომელიც ფარაჯანოვმა თავისი ნებით ერევანს გადასცა.
აღნიშნული  ვიზიტი აჭარისა და სომხეთის კულტურული კავშირების გაღრმავებისა და ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერის კიდევ ერთ ეტაპს წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას.

ღონისძიებებში მონაწილეობდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები ვლადიმერ მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი გიორგი ფიფია, ასევე, ქალაქ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ნარინე მათოსიანი.

  • No Comments
  • მარტი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *