ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები არიან!
By

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები არიან!

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი  ფიგურული ციგურაობაში, რომელზეც  მედლების პირველი კომპლექტი უკვე გათამაშდა.

სასიხარულოა, რომ სპორტულ წყვილებში 17 ქვეყნის 21 ძლიერ სპორტულ წყვილს შორის, საქართველოს წარმომადგენლებმა – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ  ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

მათ ჯერ მოკლე პროგრამაში გამოიჩინეს თავი  – 79.45 ქულა დაიმსახურეს, რისთვისაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოს წარმომადგენლებმა პირველად, მცირე ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. გუშინ კი წყვილმა თავისუფალი პროგრამაც უმაღლეს დონეზე შეასრულა და მსაჯებისგან 138.96 ქულა მიიღო, ხოლო ორი პროგრამის ჯამში ჩვენმა მოციგურავეებმა 218.41 ქულა დააგროვეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ქართული ფიგურული ციგურაობის  მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჩვენმა ქვეყანამ პირველად  მოიპოვა მედალი.

ეს გამარჯვება დიდი შრომის, თავდადების შედეგია.

ვულოცავთ ჩვენს შესანიშნავ წყვილს ამ უდიდეს წარმატებას. მადლობა ანასტასიას და ლუკას – მათ მთელი სპორტული სეზონის  მანძილზე  დიდი ემოციები  გვაჩუქეს.

მსოოფლიო ჩემპიონები კი 228.33 ქულით,  მინერვა ფაბიენ-ჰასი/ ნიკიტა ვოლოდინის წყვილი გახდა.

ჩემპიონატი გრძელდება, მისი  პირდაპირი ტელეტრანსლირება  შეგიძლიათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილოთ.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • მარტი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *