ილჰამ ალიევი საქართველოს საელჩოს ეწვია და ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა
By

ილჰამ ალიევი საქართველოს საელჩოს ეწვია და ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს საელჩოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ალიევს საელჩოში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე დახვდა.

საელჩოში ვიზიტისას ილჰამ ალიევმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილშობილურ საქმეებს და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას მიუძღვნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ხსოვნას აზერბაიჯანში ყოველთვის პატივს მიაგებენ.

ალიევმა ისაუბრა მისი უწმინდესობის, ილია II-ის როლზე აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებაში.

ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს საელჩოში სტუმრობისა და სამძიმრის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.

 

  • No Comments
  • მარტი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *