14 წარმატებული მუნიციპალური პროექტი გამოვლინდა
By

14 წარმატებული მუნიციპალური პროექტი გამოვლინდა

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციას დაესწრო.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა 14 წარმატებული მუნიციპალური პროექტი. გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

ბავშვზე მორგებული მმართველობა იყო ერთ-ერთი პანელური დისკუსიის თემა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში მოეწყო.

პანელურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელმა რუსუდან სალუქვაძემ, რომელმაც ისაუბრა მუნიციპალიტეტის როლზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.

„ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას, წელს, აჭარის რეგიონიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შეუერთდა, რომელიც ადგილობრივ დონეზე თანასწორობის პრინციპების გაღრმავებას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • მარტი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *