სემეკი ელექტროენერგიის გრძელვადიან ტარიფებზე დღეს იმსჯელებს
By

სემეკი ელექტროენერგიის გრძელვადიან ტარიფებზე დღეს იმსჯელებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის გრძელვადიან ტარიფებთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს. „დღეს კომისია იმსჯელებს ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე. როგორც მოსახლეობისთვის, ასევე, კომერციული სექტორისთვის ტარიფები დადგინდება თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა და „ეპ ჯორჯია მიწოდების“ მომხმარებლებისთვის. მოგეხსენებათ, 2025 წლის 29 დეკემბერს კომისიამ დაადგინა დროებითი ტარიფები. ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კომისიამ გადახედა ინვესტიციებს, ასევე, დეტალურად იმსჯელა იმ კომპონენტებზე, რაც შედის ტარიფში. გადაწყვეტილება უკვე დღეს გამოცხადდება კომისიის სხდომაზე და გრძელვადიანი ტარიფები დადგინდება“, – განაცხადა სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან ბერიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ 2025 წლის ბოლოს, 29 დეკემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა, სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის სამი თვით გადავადების შესახებ. კომისიამ ელექტროენერგიასა და გაზზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დატოვა.

  • No Comments
  • მარტი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *