მამია ფაღავა 70 წლისაა
გამოჩენილ ქართველ მკვლევარს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, მრავალი თაობის აღმზრდელ პედაგოგს, პროფესორ მამია ფაღავას 70 წელი შეუსრულდა.
ბსუ-ის ინფორმაციით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო.

– ჩემთვის დიდი პატივია, ჩვენი რეგიონის სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ბატონი მამია ფაღავას საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყოფნა. მისი საქმიანობა და სახელი, თითქმის ნახევარი საუკუნეა მჭიდროდაა დაკავშირებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ წარმოებულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან. მინდა ვუსურვო შემდგომი წარმატებული საქმიანობა ქართული სიტყვის სადარაჯოზე,-აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.
მამია ფაღავა არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, პუბლიკაციის, მონოგრაფიის ავტორი, რომელსაც მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო. 2025 წელს, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამორჩეული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მამია ფაღავა დაჯილდოვდა რეგიონის უმაღლესი ჯილდოთი – ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით.