ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება – ბათუმში
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის ტექნოპარკში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
მერიის ინფორმაციით, „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, აჭარიდან 6 გამარჯვებული ტექნოლოგიური სტარტაპი გამოვლინდა.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ავთანდილ კასრაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბათუმის ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა, გაეცნო თანამედროვე ტექნოლოგიურ რესურსებსა და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც წელს იგეგმება.
გალერეა

