აჭარის ეკოტურისტული მარშრუტებითა და გასტრონომიით პოლონელი ვიზიტიორები დაინტერესდნენ
By

აჭარის ეკოტურისტული მარშრუტებითა და გასტრონომიით პოლონელი ვიზიტიორები დაინტერესდნენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთიანი აჭარის ეკოტურისტული მარშრუტებითა და გასტრონომიით პოლონელი ვიზიტიორები დაინტერესდნენ. მათივე ცნობით, ვროცლავის გამოფენის ფარგლებში, სადაც რეგიონს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გაუწია პოპულარიზაცია, ვიზიტიორების განსაკუთრებული ინტერესი მთიანი აჭარის მრავალფეროვანმა ტურისტულმა პროდუქტებმა გამოიწვია.

,,სამი დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან, მათ საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. წელს, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან“, – ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლონეთი აჭარისთვის მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყანას წარმოადგენს, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი ფრენები. რეგიონში გაზრდილია პოლონელი მოგზაურების რაოდენობაც. 2024 წელთან შედარებით, შარშან აჭარაში პოლონეთიდან 24%-ით მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა. წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია 10-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებში.

 

  • No Comments
  • მარტი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *