პარლამენტი დღეს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავს
By

პარლამენტი დღეს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომელიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს.

საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მთავარი სიახლე არის ის, რომ კანონპროექტით დგინდება ახალი სპეციალური ტარიფები ძრავის მოცულობის მიხედვით, ამასთან, უქმდება აქციზის ძველი გრაფა. ძველი ტარიფით ისარგებლებენ ისინი, რომელთა ავტომობილები საქართველოში 2026 წლის 1-ელ აპრილამდე შემოვიდა ან ტრანსპორტირება ამ თარიღამდე დაიწყო. სახმელეთო ტრანსპორტით შემოყვანის შემთხვევაში, ძველი განაკვეთი შენარჩუნდება, თუ ავტომობილი ქვეყანაში 2026 წლის 1-ელ ივლისამდე შემოვა.  „ხელისუფლებას უკვე წლებია დაანონსებული აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას და მეორე მხრივ, ავტომობილების რაოდენობის შემცირებას. გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის მიმართულებით ჩაითვალა საჭიროდ, რომ 6 წელზე მეტი ავტომობილებისთვის სპეციალური გადასახადი დაწესდეს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

 

  • No Comments
  • მარტი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *