ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა – „საქსტატის“ თებერვლის მონაცემები
By

ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა – „საქსტატის“ თებერვლის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4%-ია.
„საქსტატის“ მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის თებერვალში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რამდენიმე სექტორმა, მათ შორის: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა.
ამასთან, უწყების ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებში.

„ორ სექტორში გამოვლინდა  კლების ტენდენცია. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ მშენებლობის სექტორი, სადაც შემცირების გამომწვევ მიზეზად ძირითადად გვევლინება სამოქალაქო მშენებლობის სეგმენტი, კერძოდ,  როგორიცაა გზების, ხიდების, ავტობანებისა და სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ტემპის შემცირება.  რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, ასევე, კლების ტენდენცია გამოვლინდა, რაც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო თბოელექტროსადგურების გამომუშავების მოცულობის შემცირებასთან. თუმცა, ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება 50 %-ით არის გაზრდილი და შესაბამისად, გაზრდილია მთლიანობაში როგორც ელექტროენერგიის მოხმარების, ისე მისი ექსპორტის მაჩვენებელი,“ – განაცხადა  საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

  • No Comments
  • მარტი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *