საქართველოს დელეგაცია სტრასბურგის პლენარულ სესიაზე
By

საქართველოს დელეგაცია სტრასბურგის პლენარულ სესიაზე

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარული სესია გაიხსნა, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ.
პლენარულ სესიაზე, რომელიც 31 მარტს გაიხსნა და 2 აპრილს დასრულდება, მოისმენენ საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს, რომელსაც სტიუარტ დიქსონი წარმოადგენს. ანგარიში მოიცავს რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს, რომელზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართება.
ასევე, განიხილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის საკითხი და გაიმართება დებატები რეგიონისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებზეც. სესიის ფარგლებში აირჩევენ კონგრესის ახალ პრეზიდენტს, ასევე, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა პალატების პრეზიდენტებსა და ვიცე-პრეზიდენტებს.
სესიაში მონაწილეობენ აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები: ახალციხისა და ფოთის მერები ვარლამ წიკლაური და ბექა ვაჭარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გოგი ფუტკარაძე, ასევე, გარდაბნის, ზუგდიდისა და ქუთაისის საკრებულოს წევრები – თამარ ხაჩიძე, ბელა მოსია და თეკლა მებურიშვილი.
ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

  • No Comments
  • მარტი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *