By
ბათუმი მე-17 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს
ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა 30 აპრილი – 2 მაისს
სასტუმრო ,,შერატონში“ გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი და უცხოური სასტუმრო აღჭურვილობის, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა ,,Ebit 2026“ კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით იმართება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.