ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ესაუბრა
By

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

სატელეფონო საუბარში მონაწილეობა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემაც მიიღეს.

„უკრაინა აფასებს ამერიკის ძალისხმევას ღირსეული მშვიდობის მისაღწევად. შევთანხმდით, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის გაძლიერების მიზნით, ჩვენი გუნდები მომავალი დღეების განმავლობაში მჭიდრო კონტაქტზე დარჩებიან“, – წერს ზელენსკი.

 

  • No Comments
  • აპრილი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *