დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომზე – შემდეგი სამიზნე ხიდებია, შემდეგ – ელექტროსადგურები
By

დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომზე – შემდეგი სამიზნე ხიდებია, შემდეგ – ელექტროსადგურები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანში მნიშვნელოვანი ხიდის აფეთქების შემდეგ, აცხადებს, რომ შემდეგი სამიზნე ელექტროსადგურები იქნება.

„ჩვენს არმიას – მსოფლიოში უდიდესს და ყველაზე ძლიერს (უზარმაზარი სხვაობით!) – ჯერ არც კი დაუწყია იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, შემდეგ – ელექტროსადგურები! ახალი რეჟიმის ხელმძღვანელობამ იცის, რა უნდა გაკეთდეს – და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ირანში, ქალაქ ქარაჯში, B1 ხიდზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა და 95 – დაშავდა.

 

  • No Comments
  • აპრილი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *