პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
By

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის ან მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.

„კვების პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს: ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ; ქათამი – ერთი ცალი მოხარშული და ერთი ცალი შემწვარი; ყველი – 2 კგ; ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი; პასკა – ორი ცალი, წითელი კვერცხი – 10 ცალი; უკრემო ნამცხვარი; კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის – 1500 მეშვეობით. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

  • No Comments
  • აპრილი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *