კახა კალაძე: ურთიერთობები ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს
By

კახა კალაძე: ურთიერთობები ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს

აშშ-დან საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ხელისუფლებაში პოზიტიური მოლოდინით ხვდებიან. დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს შეიძლება გახდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განახლების მნიშვნელოვანი ეტაპი.
მისი თქმით, არსებული სიგნალები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი.
„ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, რასაც აჩენს ის სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის, გაჟღერებული „მესიჯები“ და ა.შ. შესაბამისად, დაველოდოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, აპრილში საქართველოში აშშ-ის დელეგაცია ჩამოვა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნობა. კახი კალაძის განცხადებით, ამერიკულ მხარესთან თითოეული შეხვედრა ურთიერთობების აღდგენას ემსახურება.

  • No Comments
  • აპრილი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *