აშშ-სთან ურთიერთობები და პოლიტიკური შეფასებები – გურამ მაჭარაშვილის განცხადება
By

აშშ-სთან ურთიერთობები და პოლიტიკური შეფასებები – გურამ მაჭარაშვილის განცხადება

„კარგია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან უსამართლო განცხადებები არ გაკეთებულა“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხზე განაცხადა. მისი თქმით, პირიქით, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა გარკვეულ მიმართულებებში ემთხვევა საქართველოს პოლიტიკას, მათ შორის, ევროკავშირთან დაპირისპირების თვალსაზრისითაც.
მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, ამერიკაში ვიზიტების მიმართულებით, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.

„ქმედითი ნაბიჯები თუ გადაიდგმება, მათ შორის, ამერიკაში ვიზიტის თვალსაზრისით, ეს ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს ამერიკის თემაზე, მაჭარაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ აინტერესებთ. მისი თქმით, 4 ოქტომბრის შემდეგ, ეს პოლიტიკური ძალა „არაფერს წარმოადგენს“.

  • No Comments
  • აპრილი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *