პატრიარქის ხსოვნის უკვდასაყოფად
By

პატრიარქის ხსოვნის უკვდასაყოფად

ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივის- „დარგე ხე“ და მისი ხსოვნის უკვდასაყოფად, ხიჭაური-ახალდაბის საავტომობილო გზის გაყოლებაზე აღდგომის დღესასწაულის წინ, ხეები დარგეს. მცენარეების ნერგები სკოლის დირექტორმა თემურ დავითაძემ შემოიტანა.

– ხიჭაური-ახალდაბის 3-კილომეტრიანი საავტომობილო გზა მოასფალტებულია და რეკონსტრუქციას აღარ საჭიროებს. გზისპირზე დარგული მცენარე ტანს მალე აიყრის. სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დარგული მცენარეები გაიპიროვნეს და მოვლას არ მოაკლებენ,- გვითხრა თემურ დავითაძემ.

ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • აპრილი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *