პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
By

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
საუბარი შეეხო ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანის პერსპექტივებს. როგორც აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთო რეგიონული ინტერესების გათვალისწინებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და მიმდინარე კონფლიქტებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება გლობალურ მნიშვნელობას იძენს. ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს შუა დერეფნის მზარდ როლსა და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

  • No Comments
  • აპრილი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *