პროგრამა „კულტურა მთაში“ გრძელდება
By

პროგრამა „კულტურა მთაში“ გრძელდება

„პოეზია მუსიკაა სულისა“ – ამ სლოგანით პროგრამის „კულტურა მთაში“ ფარგლებში, მესამე ღონისძიება გაიმართა. პროგრამა აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია მთიან აჭარაში შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება.

ამჯერად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფები, კერძოდ: ხულოს, ქობულეთის კულტურის ცენტრების მოსწავლე ახალგაზრდობის განყოფილების აღსაზრდელები; თავისუფალი დროის კლუბი „სიჭაბუკე“.

ღონისძიების მონაწილეებს, რომელიც რაიონული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა, მიესალმნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, მოადგილე ნური გორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • აპრილი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *