პლასტმასის ბოთლების რეგულაცია 2031 წლამდე გადაიდო
By

პლასტმასის ბოთლების რეგულაცია 2031 წლამდე გადაიდო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით – 2031 წლის 1 თებერვლამდე გადაიდო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციების შედეგად მიიღეს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე გარემოს, ამ მიმართულებით ცვლილებები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს თანმდევი ფაქტორებიც, მათ შორის, ბიზნესის ინტერესები და რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ბიზნეს სექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები. მადლობა ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამ კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე“, – განაცხადა კობახიძემ.

  • No Comments
  • აპრილი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *