მარტა კოსი: გლობალური კრიზისების ფონზე სამხრეთ კავკასია ევროპისთვის სტრატეგიულ ალტერნატივად ყალიბდება 
By

მარტა კოსი: გლობალური კრიზისების ფონზე სამხრეთ კავკასია ევროპისთვის სტრატეგიულ ალტერნატივად ყალიბდება 

„დღეს ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც ევროკომისიამ შავი ზღვის ახალი სტრატეგია დაიწყო. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი კავშირის დღის წესრიგია“, – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

მისი თქმით, გლობალურმა პრობლემებმა, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ევროპას აღმოსავლეთთან დაკავშირების პრობლემები შეუქმნა. კოსმა აღნიშნა, რომ ასეთ დროს სამხრეთ კავკასია საუკეთესო ალტერნატივაა და ევროკავშირი რამდენიმე კონკრეტულ პროექტზე მუშაობს.

„ჩვენ ვავითარებთ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობას, რათა უკეთ დავაკავშიროთ ევროპა ცენტრალურ აზიასთან. საქმე ეხება ვაჭრობას, ენერგიას. ჩვენ ვხედავთ, რამდენად დაუცველები ვართ დღეს, როდესაც ვაჭრობა ჩრდილოეთიდან რუსეთის მიერ ირღვევა, როდესაც სამხრეთში სავაჭრო წესები ირანში ომის გამო ირღვევა. ასე რომ, გზა, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია, ზუსტად ისაა, რასაც ჩვენ დაკავშირებადობის დღის წესრიგში განვიხილავთ. ამიტომ დღეს განვიხილავთ, უკეთ როგორ ვითანამშრომლოთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით იმ სამ ქვეყანასთან, რომლებიც ადრე ვახსენე – სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, სადაც უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები, საიდანაც შეგვიძლია დავიწყოთ“, – განაცხადა მარტა კოსიმ.

 

  • No Comments
  • აპრილი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *