სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
By

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა აჭარაში აგროსასურსათო სექტორში განხორციელებულ და წელს დაგეგმილ საქმიანობასა და აქტივობებზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე.

  • No Comments
  • აპრილი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *