საქართველოში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა
By

საქართველოში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე, Slovakia Travel-ის ორგანიზებით, პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა. მისი მიზანია საქართველოში სლოვაკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა  მატუშ ბუშოვსკიმ გახსნეს.

ფორუმში 20-ზე მეტი ქართული კომპანია და 10-მდე სლოვაკური ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობდა.

ქართული და სლოვაკური ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

თბილისის ფორუმამდე სლოვაკური კომპანიების წარმომადგენლები იმერეთს ესტუმრნენ, შეხვდნენ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომლებს, განიხილეს თანამშრომლობის საკითხები.

სლოვაკეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისის ისტორიულ უბნებში ტური  მოაწყო.

2026 წლის იანვრიდან, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისსა და ბრატისლავას შორის ასრულებს.

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *