By
დეკორატიული ნაძვის ნერგები დარგეს
შუახევში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში დაირგო დეკორატიული ნაძვის ნერგები.
2026 წლის დედამიწის დღის გზავნილია – „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც განსაკუთრებულად უსვამს ხაზს საზოგადოების ერთიან ძალისხმევას გარემოს დაცვის მიმართულებით. აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
– მსგავსი აქტივობები მიზნად ისახავს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ბუნებრივი გარემოს დაცვასა და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას,- გვითხრა ომარ ტაკიძემ.
თამაზ მგზავრიძე