საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი გმობენ ტრამპზე თავდასხმას
By

საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი გმობენ ტრამპზე თავდასხმას

უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მოხარულია, რომ პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი უსაფრთხოდ არიან.

„უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი უსაფრთხოდ არიან“, – წერს ირაკლი კობახიძე.

კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირი უსაფრთხოდ არიან“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.

 

 

  • No Comments
  • აპრილი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *