By
აჭარის მოჭადრაკეების წარმატება
საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრების წევრებმა. მათ ჯამში 3 მედალი მოიპოვეს – 2 ოქრო და 1 ვერცხლი.
10 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი დანიელ სხვიტარიძე გახდა (9-დან 7.5 ქულა, მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე),
16 წლამდე გოგონათა შორის – მარიამ კალანდაძე (7-დან 5.5 ქულა, მწვრთნელი – დავით ჯოჯუა).
18 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ლულუ დიასამიძე გახდა (7-დან 4 ქულა, მწვრთნელი – გიგა ყუფარაძე).
მანანა ძიძიშვილი