ანა კორსი: წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის მუშაობა
By

ანა კორსი: წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის მუშაობა

მართლაც საოცარია იმის ნახვა, თუ რამდენად წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობა, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ანა კორსმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავასთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში გაიმართა. მხარეებმა მიწის ადმინისტრირების პროექტზე – „მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“, მის ინოვაციურ შედეგებსა და წარმატებაზე ისაუბრეს.

„მართლაც საოცარია იმის ნახვა, თუ რამდენად განვითარდა პროექტი და რამდენად წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობა. მათ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს მოქალაქეებისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ინოვაციური პროდუქტების მთელი სპექტრის განვითარების კუთხით, მათ შორის, გონიერი კონტრაქტის და ახლა უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ახალი ინოვაციების შედეგებს და, როგორც ყოველთვის, მოხარულნი ვართ, რომ მხარს ვუჭერთ საქმიანობაში იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ექსპერტმა.

  • No Comments
  • აპრილი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *