მინისტრის – ვიზიტი აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში
By

მინისტრის – ვიზიტი აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“  სამხატვრო ხელმძღვანელ მიშო ჯავახიშვილთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის საქმიანობას გაეცნო.


მინისტრმა დაათვალიერა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაეცნო იმ პროგრამებს, რომლებიც ქართული ტრადიციული რეწვისა და ხალხური მუსიკის მიმართულებით ხორციელდება.
სკოლის დირექტორ ეთერ დარჩიძესთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახელოვნებო დარგების განვითარებაზე, ხალხური სკოლის გაძლიერების საჭიროებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
თავის მხრივ, მიშო ჯავახიშვილი საუბრისას შეეხო ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშების შენარჩუნების, პოპულარიზაციისა და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობას.

  • No Comments
  • მაისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *